Georgian POS Pro

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 09.11.2026

აქ მარტივად წერია, რა მონაცემებს ვამუშავებთ, რისთვის და როგორ ვიცავთ მათ.

1. ვინ ვართ და რა მონაცემებს ვამუშავებთ

მომსახურების გამწევი
დასახელება
ინდივიდუალური მეწარმე არჩილ დიასამიძე
საიდენტიფიკაციო კოდი
61008004409
მისამართი
ბათუმი
ელფოსტა
archildiasamidze@gmail.com
ტელეფონი
557 86 09 09
  • ანგარიშის მონაცემები: კომპანიის სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი, მომხმარებლების სახელი, ელფოსტა და ტელეფონი.
  • ტექნიკური მონაცემები: ქმედებების ჟურნალი (ვინ, როდის და რა შეცვალა, IP მისამართით) და სერვერის ჩვეულებრივი ტექნიკური ჟურნალები (მოთხოვნები, შეცდომები).
  • თქვენ მიერ შეტანილი მონაცემები: კლიენტები, მომწოდებლები, საქონელი, გაყიდვები, ხელშეკრულებები, თანამშრომლები და სხვა.

ბანკის ბარათის მონაცემებს სისტემა არ ითხოვს: ბარათს ბანკის ტერმინალი კითხულობს. ბარათით გადახდის ჩანაწერში რჩება მხოლოდ ბარათის ნომრის ბოლო 4 ციფრი და ბანკის ავტორიზაციის კოდი, ტერმინალის პასუხში კი ბარათის სრული ნომერი შენახვამდე იფარება.

2. ვინ არის დამმუშავებელი

თქვენ მიერ შეტანილ პერსონალურ მონაცემებზე (მაგალითად, თქვენი კლიენტების მონაცემებზე) დამმუშავებელი ხართ თქვენ. ჩვენ ვართ უფლებამოსილი პირი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით: ამ მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ თქვენი დავალებით და მხოლოდ მომსახურების გასაწევად.

ამ მონაცემების შეგროვების კანონიერ საფუძველზე (მაგალითად, კლიენტის თანხმობაზე) პასუხს აგებთ თქვენ.

ანგარიშისა და ტექნიკურ მონაცემებზე დამმუშავებელი ვართ ჩვენ.

3. მიზანი და გადაცემა

მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ მომსახურების გასაწევად: სისტემის მუშაობისთვის, მხარდაჭერისთვის, ბექაპისთვის, უსაფრთხოებისთვის და ანგარიშსწორებისთვის. მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.

მონაცემები ხვდება მხოლოდ:

  • ჰოსტინგ-პროვაიდერთან, რომლის სერვერებზეც სისტემა მუშაობს (სერვერის მდებარეობა: გერმანია (ევროკავშირი));
  • ბექაპის ასლის შენახვის ადგილას (სხვა სერვერზე ან ღრუბლოვან საცავში), რომ სერვერის დაზიანებისას მონაცემები არ დაიკარგოს;
  • საჯარო CDN სერვისებთან, საიდანაც გვერდი შრიფტებს, სტილებს და სკრიპტებს ტვირთავს (Google Fonts, jsDelivr, cdn.tailwindcss.com, code.jquery.com). ისინი ხედავენ თქვენს IP მისამართს და ბრაუზერის ტიპს, თქვენს მონაცემებს კი არ იღებენ;
  • მხოლოდ თქვენი მითითებით: RS.ge-სთან (ზედნადებები, თქვენი RS.ge მომხმარებლით), ასევე ბანკის ტერმინალთან და ფისკალურ აპარატთან, რომლებიც თქვენთანაა დაყენებული;
  • სახელმწიფო ორგანოებთან, მხოლოდ მაშინ, როცა ამას კანონი მოითხოვს.

4. უსაფრთხოება

  • კავშირი დაშიფრულია (HTTPS).
  • ყოველ კომპანიას ცალკე მონაცემთა ბაზა აქვს.
  • ბექაპი ყოველდღე კეთდება.
  • პაროლი ინახება მხოლოდ შეუქცევადი ჰეშის სახით: მას ჩვენც ვერ ვხედავთ.
  • თითოეულ თანამშრომელს მხოლოდ მისთვის მიცემული უფლებები აქვს.
  • ყველა მნიშვნელოვანი ქმედება ჟურნალში იწერება.

5. შენახვის ვადები და ინციდენტი

  • მონაცემები ინახება მომსახურების განმავლობაში, ხოლო შეწყვეტის შემდეგ 60 დღე. შემდეგ ისინი იშლება.
  • ბექაპები 14 დღე ინახება და შემდეგ ავტომატურად იშლება, ამიტომ წაშლილი მონაცემი ბექაპში ამდენ ხანს რჩება.
  • თუ მონაცემებს უსაფრთხოების ინციდენტი შეეხო, 72 საათში შეგატყობინებთ, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც.

6. ქუქი-ფაილები

ვიყენებთ მხოლოდ იმას, რაც სისტემის მუშაობას სჭირდება:

  • სესიის ქუქი: სისტემაში შესული რჩებით (უმოქმედობის 12 საათამდე);
  • XSRF-TOKEN: ფორმებს იცავს სხვა საიტიდან გაგზავნისგან;
  • ბოლო კომპანიების ქუქი: შესვლის გვერდზე აჩვენებს ბოლო 5 კომპანიის ღილაკს. ინახავს მხოლოდ კომპანიის ნომერს, დაშიფრულად, 180 დღე. კომპანიის ღილაკზე „✕“ მას სიიდან შლის;
  • ბრაუზერის მეხსიერება (localStorage): სალაროს არჩეული საწყობი და ეტიკეტის ბეჭდვის პარამეტრები. ის მხოლოდ თქვენს ბრაუზერში რჩება და ჩვენ არ გვეგზავნება.

ანალიტიკის, რეკლამის ან თვალთვალის ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ.

7. თქვენი უფლებები

გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ შენახული მონაცემების შესახებ, მოითხოვოთ მათი გასწორება, წაშლა ან ასლი (ექსპორტი).

მოგვწერეთ ელფოსტაზე archildiasamidze@gmail.com.

თუ მოთხოვნა ეხება მონაცემებს, რომლებიც კომპანიამ შეიტანა სისტემაში (მაგალითად, მაღაზიის კლიენტი ხართ), მიმართეთ იმ კომპანიას: დამმუშავებელი ის არის. ჩვენ მას ამაში დავეხმარებით.

გაქვთ უფლება, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

იხილეთ ასევე: მომსახურების პირობები