Georgian POS Pro

მომსახურების პირობები

ბოლო განახლება: 09.11.2026

აქ მარტივად წერია, როგორ მუშაობს მომსახურება, რას გპირდებით ჩვენ და რას ველით თქვენგან.

1. რა არის მომსახურება

მომსახურების გამწევი
დასახელება
ინდივიდუალური მეწარმე არჩილ დიასამიძე
საიდენტიფიკაციო კოდი
61008004409
მისამართი
ბათუმი
ელფოსტა
archildiasamidze@gmail.com
ტელეფონი
557 86 09 09

Georgian POS Pro არის ღრუბლოვანი პროგრამა მაღაზიისთვის: სალარო, საწყობი, შესყიდვები და ანგარიშები. ის ინტერნეტით, ბრაუზერში მუშაობს, ამიტომ თქვენს კომპიუტერზე პროგრამის დაყენება საჭირო არ არის.

ეს პირობები ეხება მომსახურების გამწევს (შემდგომში „ჩვენ“) და კომპანიას, რომელიც სისტემას იყენებს (შემდგომში „თქვენ“). სისტემის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.

პროგრამა, მისი კოდი, დიზაინი და დოკუმენტაცია ჩვენი საკუთრებაა. თქვენ გაქვთ პროგრამის გამოყენების უფლება მომსახურების ვადით. პროგრამის კოპირება, გადაყიდვა, სხვისთვის გადაცემა ან მისი კოდის აღდგენის მცდელობა დაუშვებელია.

მონაცემები, რომლებსაც თქვენ შეიტანთ (საქონელი, კლიენტები, გაყიდვები და სხვა), თქვენია.

2. საცდელი პერიოდი

სისტემის გასაცნობად გთავაზობთ 14 დღიან უფასო საცდელ პერიოდს, ყველა ფუნქციით.

საცდელ პერიოდში ფისკალური აპარატი არ ერთვება: ჩეკები იბეჭდება წარწერით „საცდელი რეჟიმი — არაფისკალური“ და შემოსავლების სამსახურს არ ეგზავნება. ამიტომ ვაჭრობისთვის, სადაც ფისკალური ჩეკი სავალდებულოა, საცდელი პერიოდი არ გამოდგება.

საცდელი პერიოდის ბოლოს სისტემა გადადის „მხოლოდ ნახვის“ რეჟიმზე. გადახდის შემდეგ მუშაობას იმავე მონაცემებით განაგრძობთ.

3. ფასები და გადახდა

ფასი: თვიური 50 ₾ ან წლიური 500 ₾. ფასში შედის 1 მაღაზია და 2 სალარო.

ყოველი დამატებითი სალარო: 15 ₾ თვეში.

ფასი მითითებულია დღგ-ის გარეშე.

მომსახურების საფასური წინასწარ, პერიოდის (თვის ან წლის) დასაწყისში იხდება.

ფასის ცვლილებას 30 დღით ადრე გაცნობებთ ელფოსტით ან სისტემაში. უკვე გადახდილი პერიოდის ფასი არ იცვლება.

4. გადაუხდელობა

  • გადახდის ვადიდან 10 დღის შემდეგ სისტემა გადადის „მხოლოდ ნახვის“ რეჟიმზე: მონაცემები და ანგარიშები ჩანს, ახალი გაყიდვა და ოპერაციები კი არა.
  • გადახდის ვადიდან 30 დღის შემდეგ ანგარიში ჩერდება და სისტემაში შესვლა შეუძლებელია.
  • შეჩერების შემდეგ მონაცემები 60 დღე ინახება. ამის შემდეგ ისინი იშლება, წაშლამდე კი წინასწარ გაგაფრთხილებთ.

ამ ვადებში გადახდის შემდეგ ყველაფერი იმავე მდგომარეობით აღდგება.

5. ბექაპი და განახლებები

მონაცემების ბექაპი ყოველდღე ავტომატურად კეთდება. ასლები რამდენიმე ადგილას, ერთმანეთისგან განცალკევებით ინახება. ბოლო 14 დღის ბექაპები ინახება.

სისტემის განახლება გეგმიურად, ღამით ხდება, რომ მუშაობას არ შეგიშალოთ. უსაფრთხოების სასწრაფო განახლება შეიძლება სხვა დროსაც დაგვჭირდეს.

6. თქვენი ვალდებულებები

  • საგადასახადო და ფისკალური კანონმდებლობის დაცვა: ფისკალური აპარატის რეგისტრაცია, ჩეკის გაცემა, ზედნადებები, დეკლარაციები. სისტემა ამაში გეხმარებათ, მაგრამ ბუღალტერს არ ცვლის.
  • სტაბილური ინტერნეტი და გამართული მოწყობილობები (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, ფისკალური აპარატი, ტერმინალი).
  • პაროლების დაცვა: არ გაუზიაროთ ისინი სხვას, თანამშრომლებს მიეცით მხოლოდ საჭირო უფლებები, საეჭვო შესვლის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ.
  • სისტემის კანონიერი გამოყენება. დაუშვებელია უკანონო საქმიანობა, სისტემის გატეხვის ან მისი ზედმეტად დატვირთვის მცდელობა.
  • თქვენ მიერ შეტანილი მონაცემების სისწორე.

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • ვცდილობთ, სისტემა უწყვეტად და შეცდომების გარეშე მუშაობდეს, მაგრამ სრულ უწყვეტობას ვერ დაგპირდებით.
  • არ ანაზღაურდება არაპირდაპირი ზიანი, მიუღებელი შემოსავალი ან მოგება.
  • ჩვენი ჯამური პასუხისმგებლობა არ აღემატება იმ თანხას, რომელიც ბოლო 3 თვეში მომსახურებაში გადაიხადეთ.
  • ეს შეზღუდვები არ ვრცელდება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებულ ზიანზე.
  • ფორს-მაჟორი: არცერთი მხარე არ აგებს პასუხს იმაზე, რისი თავიდან აცილებაც მის ძალებს აღემატება (სტიქია, ომი, ხელისუფლების აქტი, ელექტროენერგიის ან ინტერნეტის ფართო გათიშვა და მსგავსი).

8. შეწყვეტა და მონაცემების წაღება

  • მომსახურების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, საკმარისია შეგვატყობინოთ. სისტემა გადახდილი პერიოდის ბოლომდე მუშაობს.
  • სიები და ანგარიშები Excel-ში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.
  • შეწყვეტისას, თქვენი მოთხოვნით, გადმოგცემთ თქვენი ბაზის სრულ ასლს.

9. კანონმდებლობა და დავები

ამ პირობებზე საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება.

დავას ჯერ მოლაპარაკებით ვწყვეტთ. თუ ვერ შევთანხმდით, დავას საქართველოს სასამართლო განიხილავს.

პირობების ცვლილება ამ გვერდზე ქვეყნდება, თარიღით. არსებით ცვლილებას წინასწარ გაცნობებთ.

იხილეთ ასევე: კონფიდენციალურობის პოლიტიკა